როგორ გავასხვისო დომენი სხვა მესაკუთრეზე?

დომენზე საკუთრება ფიქსირდება დომენი ჩანაწერებში (ჩანაწერი მესაკუთრეზე, ჩანაწერი დომენის ადმინისტრატორ პირზე). აღნიშნული ჩანაწერები ივსება დომენის შეძენისას დამრეგისტრირებელი პირის მიერ. აღნიშნული ველების შეცვლა ყოველთვის არის შესაძლებელი რეგისტრანტის "ანგარიშიდან" და ეს საკმარისია დომენზე საკუთრების ცვლილებისთვის (სრულად: https://www.finddomain.ge/index.php/knowledgebase/46/--.html). 

დომენის ტრანსფერის პროცესი ცალსახად არ ცვლის საკუთრებას, რადგან შესაბამისი საკუთრების ველები რჩება იგივე. ტრანსფერის დროს იცვლება მხოლოდ საიტი და/ან რეგისტრანტის ანგარიში. ანგარიშის (ექაუნთის) შეცვლა შესაძლებელია მოხდეს ერთ რეგისტრატორ საიტზეც და ამისათვის აუცილებელი არაა ტრანსფერი სხვა რეგისტრატორთან. თუ ჩვენს პორტალზე გაქვთ შეძენილი დომენი და გსურთ სხვას გადასცეთ სრული საკუთრების უფლებით შეგიძლიათ დომენი გადაიტანოთ სხვის ანგარიშზე და იქ მოხდეს იურიდიული ჩანაწერების შეცვლა უკვე მის მიერ. ამისათვის შეგიძლიათ მოიწეროთ ჩვენს სისტემაში - თქვენს ადმინში, მენიუ "მხარდაჭერა": დააკონკრეტეთ გაადსატანი დომენი და ვის ანგარიშში გსურთ გადატანა: ელ-ფოსტა, სახელი, კომპანია. ამ მომხმარებელმაც იგივე მეთოდით უნდა მოგვწეროს თავისი ანგარიშიდან, რომ თანახმა დომენი: ....    გადმოვიდეს მის ანგარიშში. ამ წერილების საფუძველზე ჩვენი სამსახური დომენს გადაიტანს ახალ ანგარიშზე. ამის შემდეგ ახალ მომხმარებელს თავად ექნება წვდომა დომენის იურიდიული ჩანაწერები.

  • 2 მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ეს სასარგებლოა
ეს პასუხი დაგვეხმარათ?

Related Articles

დომენის ტრანსფერის ინსტრუქცია

15.04.2018 წ-დან "კავკასუს ონლაინი უკვე არ აწარმოებს დომენების  რეგისტრაციას და/ან  მომსახურებას,...

დომენის ტრანსფერის ვიდეო ინსტრუქცია. სრული აღწერა

  გვინდა ვიზუალურად გიჩვენოთ თუ როგორ ხდება დომენის ტრანფერის პროცესი Registration.ge-დან....

დომენის რეგისტრაცია (ვიდეო ინსტრუქცია)

  ჩვენს პორტალზე შესაძლებელია დაარეგისტრიროთ, ანუ შეიძინოთ ნებისმიერი დომენი. როგორც ქართული...

დომენი (Domain)

დომენური სახელწოდება ინტერნეტში საიტების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება. ამიტომ, მისი შერჩევას...

როგორ შევცვალო დომენის NS ჩანაწერები

  იმისთვის, რომ თქვენი საიტი მისაწვდომი იყოს ინტერნეტში, საჭიროა დომენი მიაბათ თქვენს ჰოსტინგს,...