დომენი (Domain)

დომენური სახელწოდება ინტერნეტში საიტების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენებაამიტომმისი შერჩევას პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთდარწმუნდითრომ სიტყვა / ასოების კომბინაციარომელიც თქვენ შეარჩიეთ  დომენის სახელწოდებად გამოითქმის ადვილად, დამახსოვრებადია მომხმარებლისთვის და შინაარსობრივად ასახავს ან ახლოსაა თქვენი საიტის კონტენტთან. ეს მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საძიებო სისტემებში (SEO) თქვენი საიტის წინ წაწევაში.

თუ თქვენ დომენს არეგისტრირებთ არსებული კომპანიისთვის ანა სავაჭრო ნიშნისთვის, დარწმუნდით რომ სახელი იყოს მთლიანად იდენტური ამ სავაჭრო მარკის ან მის სახელთან გაიგივებას ახორციელებდეს.

თქვენ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ დომენი საერთაშორისო ზონებში (მაგალითად,.COM  - კომერციული ორგანიზაციისთვის; .ORG - არაკომერციული ორგანიზაციისთვის; .NET -ინტერნეტ პროექტისთვის, ქსელური თუ ტელეკომუნიკაციური მომსახურების სფეროში, .BIZ - ბიზნესისთვის, .INFO - ზოგად საინფორმაციო საქმიანობისთვის. ამ ზონებში საიტის განთავსების დროს თქვენ პირველ რიგში საიტს ამისამართებთ საერთასორისო ბაზრისთვის.

.GE ზონა განეკუთვნება ნაციონალურ ზონასთუ თქვენი პოტენციური ბაზარი უმეტესად წარმოადგენს საქართველოს, მაშინ მიზანშეწინილია ამის გამოყენება, თუმცა   .GE ასევე ჩვეულებრივად გამოყენებადია საერთაშორისო სივრცეში, ამით ხაზს გაუსვამთ საქართველოს  მნიშვნელობას თქვენთვის.  .GE ზონაში ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ ზოგადი დომენები გარკვეული მიმართულების საქმიანობის მიხედვით. კერძოდ:  .COM.GE - კომერციული საიტებისთვის,  .ORG.GE -  არაკომერციული ტიპის საიტებისთვის   .EDU.GE -  საგანმანათლებლო საიტებისთვის ,  .SCHOOL.GE -  საშუალო სკოლის საიტებისთვის  .NET.GE -  ქსელური ან ტელესაკომუნიკაციო საქმიანობის საიტებისთვის, .GOV.GE - სამთავრობო და მუნიციპალური დაწესებულებებისთვის,  .PVT.GE -  კერძო პირების საიტებისთვის.  

ასევე რეგისტრაციისთვის მისაწვდომია სხვა თემატური ზონები, რომლებიც არსებობენ 2011 წლიდან. მაგალითად: .baby, .online,  .photo, .holiday და სხვა. ამ ზონებში დომენური სახელწოდებების დიდი რაოდენობა ჯერ კიდევ თავისუფალია და თქვენ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ თქვენთვის საჭირო დომენი. ასეთი დომენები იქნება თემატური და თქვენ გამოკვეთილად მიუთითებთ თქვენი მიზნობრივი სეგმენტის ან ინტერესების შესახებ. მაგალითად დომენი  .COMPANY  მიუთითებს იმაზე, რომ ამ დომენზე შესვლისას მომხმარებელი მოხვდება კომპანიის საიტზე, ხოლო დომენი  .GALLERY ნიშნავს, რომ მოხვდებით გალერეების საიტზე.

დომენის შეძენა შეგიძლიათ ჩვენი საიტიდან, გადადით ბმულზე - დომენის რეგისტრაცია.

დომენის შერჩევის შემდეგ აუცილებელია შეიძინოთ სივრცე საიტის განთავსებისთვის, რასაც ეძახიან ჰოსტინგს (hosting). ჩვენი კომპანია გთავაზობთ ჰოსტინგის საუკეთესი შემოთავაზებებს, იხილეთ ბმულზე - ვებ ჰოსტინგი

 

 

  • დომენი, Domain
  • 2 მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ეს სასარგებლოა
ეს პასუხი დაგვეხმარათ?

Related Articles

დომენის ტრანსფერის ინსტრუქცია

15.04.2018 წ-დან "კავკასუს ონლაინი უკვე არ აწარმოებს დომენების  რეგისტრაციას და/ან  მომსახურებას,...

დომენის ტრანსფერის ვიდეო ინსტრუქცია. სრული აღწერა

  გვინდა ვიზუალურად გიჩვენოთ თუ როგორ ხდება დომენის ტრანფერის პროცესი Registration.ge-დან....

დომენის რეგისტრაცია (ვიდეო ინსტრუქცია)

  ჩვენს პორტალზე შესაძლებელია დაარეგისტრიროთ, ანუ შეიძინოთ ნებისმიერი დომენი. როგორც ქართული...

როგორ შევცვალო დომენის NS ჩანაწერები

  იმისთვის, რომ თქვენი საიტი მისაწვდომი იყოს ინტერნეტში, საჭიროა დომენი მიაბათ თქვენს ჰოსტინგს,...

დომენის იურიდიული ჩანაწერები

დომენის მესაკუთრედ ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მითითებულია დომენის მესაკუთრის და...