დომენის რეგისტრაცია (ვიდეო ინსტრუქცია)

 

ჩვენს პორტალზე შესალებელია დაარეგისტრიროთ, ანუ შეიძინოთ ნებისმიერი დომენი. როგორც ქართული .GE დომენი, ასევე საერთაშორისო ტიპის დომენი .com .org. .net. info, biz   და ა. შ.

1.      პირველ რიგში დომენის რეგისტრაციისთვის საჭიროა ჯერ შეამოწმოთ  არის თუ არა სასურველი დომენი თავისუფალი.  ამისათის ჩავწეროთ საძიებო ველში დომენის სახელი, მივუთითოთ დომენის შესაბამისი დაბოლოება და დავაწვეთ „ძიებას“.  სისტემა დაგვიწერს - თავისუფალია თუ დაკავებულია აღნიშნული დომენი. იქვე ნახავთ იგივე დომენის სხვა ვარიანტების მდგომარეობას (დაკავებულია თუ თავისუფალი). მინდა  შენიშვნის სახით გითხრათ, რომ  შესაძლებელია მსგავსი ვარიანტის რამდენიმე დომენის შეძენა და შემდეგ მარტივად ხდება ამ მისამართების გადამისამართება ერთ ძირითად მისამართზე. ამ ხერხს ზოგიერთი კომპანია მარკეტინგულად მიმართავს, ან თუნდაც იმისთვის, რომ სხვა მომხმარებელმა ვერ შეიძინოს მსგავსი დომენი. პირობითად ჩვენც დავამატოთ რამდენიმე დომენი სანახაობისთვის. საბოლოოდ შერჩეულ დომენზე ვაწკაპუნებთ ღილაკზე „დამატება“.

2.      შემდეგ ვაწვებით „გაგრძელებას“  და გადავდივართ „დომენის კონფიგურირების“ ეტაპზე. აქ შეგიძლიათ ყოველი დომენისთვის შეარჩიოთ ჰოსტინგის პაკეტი, რაც საჭიროა საიტის განთავსებისთვის.  ან ეს საკითხი ამ ეტაპზე შეგიძლიათ საერთოდ გამოვტოვოთ და მომავალში გააკეთოთ აღნიშნული არჩევანი.

3.      მე-3 ეტაპზე გადადიხართ  პროდუქტების გადახდის გვერდზე. აქ შეგიძლიათ გადაიფიქროთ რომელიმე პროდუქტის შეძენა და წაშალოთ ამ სიიდან. შემდეგ ისევ აწვებით  „გაგრძელებას“.

4.      ამის შემდეგ უკვე გადადიხართ რეგისტრაციის ეტაპზე, რაც აუცილებელია ნებისმიერი გადახდის წინ. შეგყავთ მონაცემები: სახელი, გვარი, ელ-ფოსტა, ტელეფონი, კომპანიის დასახელება (თუ გსურთ), მისამართი და ა. შ.   სასურველია ასევე შეავსოთ დომენის მფლობელის მონაცემები. კერძოდ ეს სულ სხვა მონაცემებია. ის შეიძლება ემთხვეოდეს ზედა რეგისტრაციის მონაცემებს ან არა. დომენის მფლობელად შეგიძლიათ ჩაწეროთ სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი თუ თქვენ სხვისი დავალებით მოქმედებთ და ა. შ.  აქვე შეგიძლიათ აირჩიოთ გაადხდის მეთოდი: ინვოისით ან პლასტიკური ბარათით. თუ უკვე ხართ FindDomain.ge  პორტალზე დარეგისტრირებული, ანუ რამე გაქვთ შეძენილი, მაშინ  შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს ანგარიშში და ეს შეძენა მოხდება თქვენი „ანგარიშიდან“, ახალი რეგისტრაცია არ დაგჭირდებათ.

5.      საბოლოოთ ყველაფერი სრულდება გადახდით, რომელიც წარმოადგენს დომენის 1 წლით შეძენის ღირებულებას. გადახდა შესაძლებელია როგორც ინვოისით ასევე პლასტიკური ბარათით, რომელიც ამ ეტაპზეც შეგიძლიათ გამოცვალოთ.  მინდა გაითვალისწინოთ, რომ გადახდამდე შეკვეთა არ ითვლება ამ დომენის დაჯავშნად და თუ იხდით ინვოისით და ამ გადახდას გადადებთ რამდენიმე დღით, ამ პერიოდში სავსებით შესაძლებელია ეს დომენი შეიძინოს სხვა მსურველმა თუნდაც სხვა პორტალიდან. ასეთ შემთხვევაში ჩვენი სისტემა ვერ შეგატყობინებთ, რომ აღნიშნული დომენი უკვე დაკავებულია. რა თქმა უნდა თუ ასეთი შემთხვევის გამო თქვენ გაადიხდით და ვერ შიძენთ დომენს, ამ  შემთხვევაში თქვენს მიერ გადახდილი თანხა დაგიბრუნდებათ უკან არსებული პროცედურებით ან ჩაგეთვლებათ სხვა სერვისში.

 

  • დომენის რეგისტრაცია
  • 1 მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ეს სასარგებლოა
ეს პასუხი დაგვეხმარათ?

Related Articles

დომენის ტრანსფერის ინსტრუქცია

15.04.2018 წ-დან "კავკასუს ონლაინი უკვე არ აწარმოებს დომენების  რეგისტრაციას და/ან  მომსახურებას,...

დომენის ტრანსფერის ვიდეო ინსტრუქცია. სრული აღწერა

  გვინდა ვიზუალურად გიჩვენოთ თუ როგორ ხდება დომენის ტრანფერის პროცესი Registration.ge-დან....

დომენი (Domain)

დომენური სახელწოდება ინტერნეტში საიტების იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება. ამიტომ, მისი შერჩევას...

როგორ შევცვალო დომენის NS ჩანაწერები

  იმისთვის, რომ თქვენი საიტი მისაწვდომი იყოს ინტერნეტში, საჭიროა დომენი მიაბათ თქვენს ჰოსტინგს,...

დომენის იურიდიული ჩანაწერები

დომენის მესაკუთრედ ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მითითებულია დომენის მესაკუთრის და...