დომენის იურიდიული ჩანაწერები

დომენის მესაკუთრედ ითვლება ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მითითებულია დომენის მესაკუთრის და დომენის ადმინისტრაციული პირის ჩანაწერებში. დომენის რეგისტრაციისას ეს ველები ავტომატურად ივსება იმ მონაცემებით, რაც შეყავს რეგისტრანტს რეგისტრაციის პროცესში, თუმცა რეგისტრაციის პროცესში მას ეძლევა შესაძლებლობა შეიყვანოს ამ ჩანაწერებში სხვა მონაცემებიც. მაგალითად, როცა ვინმე ყიდულობს დომენს სხვისი დავალებით სწორია მესაკუთრის და ადმინისტრაციული პირის ჩანაწერებში ჩაიწეროს იმისი მონაცემები, ვინც თავიდანვე მოიაზრება მესაკუთრედ. ამის შეცვლა ტექნიკური თვალსაზრისით მომავალშიც შესაძლებელია, თუმცა ბევრმა ამ დეტალების შესახებ არ იცის, ხოლო შემდეგ აღმოჩნდება დომენის დაკარგვის საფრთხის წინაშე. დავაზუსტებთ კიდევ ერთხელ, დომენთან დაკავშირებით არსებობს შემდეგი მონაცემები:

  1. ანგარიშის მონაცემები რეგისტრატორის საიტზე FindDomai.ge: ამ მონაცემებით გახსნილია საიტზე ანგარიში და მათი მეშვეობით ხდება ანგარიშზე შესვლა: ეფოსტა, პაროლი. კერძოდ ამ მონაცემებით ხდება წვდომა დომენის ყველა გამოყენებაზე, ასევე წვდომა ქვემოთ ჩამოთვლილი ველებზე ცვლილებების შეტანაზე;
  2. დომენის მესაკუთრის მონაცემები: ჩანაწერები დომენის მესაკუთრეზე. ეს მონაცემი ადგენს თუ ვის ეკუთვნის დომენი;
  3. დომენის ადმინისტრაციული პირის მონაცემები: ჩანაწერები დომენის ადმინისტრაციულ პირზე (უფლებებით უთანაბრდება მესაკუთრის სტატუსს);
  4. დომენის ტექნიკური პირის მონაცემები: ჩანაწერები დომენის ტექნიკურ პირზე (უფლება აქვს მხოლოდ ტექნიკური ცვლილებების განსახორციელებლად);

მე-2,3 და 4 ჩანაწერები აქვს თავად დომენს მის გვერდზე შესვლისას და შეცვლაც მხოლოდ აქედან არის შესაძლებელია. იხილეთ სურათზე მაგალითი დომენისთვის finddomain.ge:




დომენის ტრანსფერისას ერთი რეგისტრატორის საიტიდან სხვის საიტზე ან თუნდაც ერთ საიტზე ერთი ანგარიშიდან სხვის ანგარიშზე

ყველა ეს მონაცემი ითვლება კონფიდენციალურად და ის არ ჩანს საზოგადოებისთვის. ჩვენ როგორც დომენის რეგისტრატორი კომპანია არ გავცემთ ამ ინფორმაციას უცხო პირზე. მიუხედავად ამისა ჩვენს საიტზე .GE დომენის შემთხვევაში ანგარიშიდან შესაძლებელია ტექნიკურად სპეციალური გადამრთველით ამის უფლება ჩაირთოს (ეს თავად შეუძლია ანგარიშის მფლობელს) და  ყველასთვის ჩანდეს ვინაა დომენის მესაკუთრე. ასეთი მონაცემები ჩანდება მაშინ, როდესაც ვინმე ამოწმებს დომენი თავისუფალია თუ არა, ამ შემთხვევაში დომენი გამჩნდება დაკავებულად და ასევე გამოჩნდება თუ ვის ეკუთვნის.

ასევე დავამატებთ, რომ დომენის მესაკუთრე ცალსახად არ გულისხმობს საიტის საკუთრებას, რომელიც განთავსებულია დომენზე, თუმცა ხშირ შემთხვევაში დომენთან დაკავშირებული ყველა პროდუქტის მესაკუთრე ერთია, რადგან ასე ხდება უმეტესად. საიტი (ვებ გვერდი) ეს უბრალოდ პროგრამაა, ცალკე მზადდება საიტის დეველოპერების (პროგრამისტების) მიერ, რომელიც მიბმულია დომენის ტექნიკური ჩანაწერების (DNS) მეშვეობით კონკრეტულ დომენთან და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გამოიცვალოს და სულ სხვა საიტი გამოჩნდეს ამ დომენზე. საიტის პროგრამა განთავსებულია სერვერზე და ცალკე პროდუქტია. ზოგს ცალსახად ჰგონია, რომ დომენის შეძენით ის ავტომატურად შეიძენს საიტსაც, რაც შეცდომაა. შეძენის პროცესში ცალსახად საიტის შეძენაც უნდა დაკონკრეტდეს.

  • დომენის მესაკუთრე, domain owner
  • 0 Users Found This Useful
Was this answer helpful?

Related Articles

დომენის ტრანსფერის ინსტრუქცია

15.04.2018 წ-დან "კავკასუს ონლაინი უკვე არ აწარმოებს დომენების  რეგისტრაციას და/ან  მომსახურებას,...

დომენის ტრანსფერის ვიდეო ინსტრუქცია. სრული აღწერა

  გვინდა ვიზუალურად გიჩვენოთ თუ როგორ ხდება დომენის ტრანფერის პროცესი Registration.ge-დან....

დომენის რეგისტრაცია (ვიდეო ინსტრუქცია)

  ჩვენს პორტალზე შესაძლებელია დაარეგისტრიროთ, ანუ შეიძინოთ ნებისმიერი დომენი. როგორც ქართული...

No translate

No translate

No translate

No translate