ჰოსტინგის მომხმარებლების გადასვლა ახალ სერვერზე

ჰოსტინგის მომხმარებლების გადასვლა ახალ სერვერზე

 

ჩვენი კომპანია განაგრძობს ახალი ტექნოლოგიების შეძენას და თავისი მომსახურების გაუმჯობესებას. ამჯამად (აგვისტო 2023) ჩვენი ჰოსტინგ მომხმარებლები ეტაპობრივად გადაგვყავს ახალ სევერზე, რაც უმტკივნეულად უნდა მოხდეს თავად მომხმარებლებისთვის. თუმცა გასათვალისწინებელია შემდეგი დეტალები:


1.  თქვენს დომენს (საიტის სახელი) გაუწერეთ ახალი სერვერის NS პარამეტრები:  
ns1.fastservers.ge
ns2.fastservers.ge

როგორ გავაკეთოთ ეს? შედით თქვენს "ექაუნთში" იმ საიტზე, სადაც გაქვთ რეგისტრირებული თქვენი დომენი (სადაც იხდით დომენის ღირებულებას), შემდეგ გადადით დომენის DNS პარამეტრებში და ძველი ჩანაწერი შეცვალეთ ახლით. შემდეგ აუცილებლად შედით თავიდან იგივე პარამეტრებში და დარწმუნდით, რომ ცვლილება განხორციელდა წარმატებით. ამ პროცედურის შემდეგ საიტი რამდენიმე საათში საიტი გამოჩნდება ახალი სევერიდან.

ჩვენ სისტემურად გადავიტანეთ თქვენი საიტი ახალ სერვერზე, თუმცა თუ რამე ხარვეზებს შეამჩნევთ (რაც იშვიათად სპეციფიურ საიტებზე შესაძლებელია გამოვლინდეს) შეუძლია დაარეგულიროს თქვენმა პროგრამისტმა.

ძველი სერვერი პარალელურად იმუშავებს 15.09.2023-მდე, ამიტომ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თავადაც ძველ შეხვიდეთ ჰოსტინგზეც და გააკეთოთ თქვენი საიტი ბოლო backup ვერსია. შესვლის პარამეტრები ერთნაირია

ძველ სერვერზე შესვლა: https://server.finddomain.ge:2083

ახალ სერვერზე შესვლა:  https://server1.fastservers.ge:2083

 

2.  თუ საიტზე ხმარობთ ონლაინ გადახდის სისტემას, რომელიც დამოკიდებულია IP მისამართზე, მაშინ თქვენს პარტნიორ ბანკს გადაუგზავნეთ ტქვენი საიტის ახალი IP მისამართი:  144.76.154.211


3.   ახალ სერვერზე გადატანისას შესაძლებელია გადატანის პერიოდში (24 სთ) მიღებული ელ-ფოსტები არ აისახოს თქვენს ახალ სერვერზე, თუმცა ისინი დაკარგული არაა და მათი ნახვა შესაძლებელია ისევ ძველ სერვერზე. ამიტომ ძველ სერვერზე ელ-ფოსტების ნახვა პარალელურად შესაძლებელია  15.09.2023 თარიღამდე. შეადარეთ მხოლოდ გადატანის პერიოდის ელ-ფოსტები. თქვენი საიტის გადატანის პერიოდი იხილეთ აქ

თუ გსურთ ასეთი წეილები შეინახოთ გთხოვთ ეს განახორციელოთ საკუთარი შესაძლებლობებით: დააკოპირეთ, ან სხვა. 


4.  ვინაიდან ახალი სერვერი მუშაობს ბოლო განახლებული პროგრამებით, ამიტომ შესაძლებელია ძველ პროგრამულ ბაზაზე შესრულებულ საიტებს გამოუვლინდეთ გარკვეული ხარვეზები. ამ საკითხებზე მოიწერეთ finddomain.ge-ზე თქვენი ადმინიდან მენიუში "მხარდაჭერა (support)". ჩვენი სპეციალისტები შეძლებისდაგვარად დაგეხმარებიან, თუმცა ზოგიერთმა ძველმა საიტმა შეიძლება მოითხოვოს კორექტირება თქვენი პროგრამისტების მხრიდან.

პრობლემებზე დაგვიკავშირდით ადმინიდან მენიუში "მხარდაჭერა (support)"  ან  +995 593188661

 

 

 

  • 3 მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ ეს სასარგებლოა
ეს პასუხი დაგვეხმარათ?

Related Articles

საიტის სარეზერვო ვერსიის შექმნა - Site backup

მინდა გაგაცნოთ თუ როგორ უნდა შექმნათ თქვენი საიტის სარეზერვო ვერსია ე.წ. „ბეკაპი“ და შეინახოთ...

საიტის განთავსება cPanel-ში

  სანამ განათავსებთ საიტს ჰოსტინგზე, დარწმუნდით, რომ დომენი დაკავშირებულია ჰოსტინგთან. ხშირ...

პაროლის აღდგენა / გამოცვლა

  FindDomain.ge-ზე  პაროლის გამოცვლა ან თუნდაც დავიწყების შემთხვევასი მისი აღდგენა მარტივად არის...

ჰოსტინგი და დომენი. როგორ შევარჩიოთ?

  ჰოსტინგი და დომენი / Hosting and Domain. დარწმუნებული ვარ ბევრს უნდა, რომ გაიგოს თუ...