სანამ განათავსებთ საიტს ჰოსტინგზე, დარწმუნდით, რომ დომენი დაკავშირებულია ჰოსტინგთან. ხშირ შემთხვევაში საიტი შედგება ერთი ან ორი შემადგენლისგან:
1. ეს არის საიტის ფაილები HTML ან PHP ფორმატში და კონტენტის ფაილები (სურათები და სხვა ინფორმაცია);
2. მონაცემთა ბაზა SQL ფორმატში (ყველა საიტს არა აქვს)
აქედან გამომდინარე საიტის განთავსებისათვის ჰოსტინგის cPanel-ში საჭიროა დაუკავშიროთ დომენი ჰოსტინგის მომსახურებას, შემდეგ ატვირთოთ საიტის ფაილების არქივი მთავარ კატალოგში (საქარალდეში) და ასევე იმპორტირებით ატვირთოთ საიტის მონაცემთა ბაზა (თუ ასეთი აქვს თქვენ საიტს).