თქვენი ვებსაიტის ჰოსტინგის საჭიროებების გასაგებად და სწორი არჩევანის დასახმარებლად მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა:
1. განსაზღვრეთ ვებსაიტის ტიპი და მიზნები
რა ტიპის საიტს აშენებთ (პერსონალური ბლოგი, ონლაინ მაღაზია, კორპორატიული გვერდი და ა.შ.)
რა ფუნქციებს უნდა აკმაყოფილებდეს საიტი (მაგალითად, ელექტრონული კომერცია, ბლოგინგი, პორტფოლიო და სხვა)
რა აუდიტორიას ემსახურება და რა ტრაფიკს ელოდებით
2. დაადგინეთ ტექნიკური მოთხოვნები
რამდენი სივრცე დაგჭირდებათ (საიტის ფაილები, სურათები, ვიდეოები. ეს შეგიძლიათ ეტაპობრუივაადც გაზარდოთ ზედა პაკეტზე გაადსვლით)
რა ტიპის მონაცემთა ბაზები და პროგრამირების ენები გჭირდებათ (მაგალითად, PHP, MySQL)
საჭიროა თუ არა სპეციალური აპლიკაციები ან პლატფორმები: wordpress ან სხვა.
3. შეაფასეთ მოსალოდნელი ტრაფიკი და მასშტაბურობა
რამდენი ვიზიტორი გეყოლებათ დღეში/თვეში.
გჭირდებათ თუ არა შესაძლებლობა რესურსების გაზრდისა ვებსაიტის ზრდასთან ერთად, ანუ გაადხვიდეთ ვირტუალურ სერვერებზე.
4. უსაფრთხოების მოთხოვნები
გჭირდებათ SSL სერთიფიკატი, მავნე კოდის სკანირება და სხვა უსაფრთხოების მექანიზმები
5. ტექნიკური ცოდნა და მხარდაჭერა
რამდენად კომფორტულად მართავთ ტექნიკურ საკითხებს
გჭირდებათ თუ არა 24/7 მომხმარებელთა მხარდაჭერა და მარტივი მართვის პანელი (მაგალითად, cPanel). ჩვენი ტექნიკური დახმარება და ცოდნის ბაზა ასევე ადგეხმარებათ ამაში.
6. ბიუჯეტი
განსაზღვრეთ, რამდენი შეგიძლიათ დაუთმოთ ჰოსტინგის სერვისს, განსაზღვრეთ სასურველი გაადხდის პერიოდულობა: თვე, კვარტალი, 6 თვე, 1 წელი
ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიის მხარდაჭერის ხარისხის და uptime გარანტიის (მინიმუმ 99.9%) გათვალისწინება, რაც უზრუნველყოფს საიტის შეუფერხებელ მუშაობას და მომხმარებელთა ნდობას.