პერსონალური მონაცემების დაცვის და დამუშავების პოლიტიკა

  • ჩვენი კომპანია პატივს სცემს მომხმარებლების პერსონალური მონაცემების კონფიდენციალობას და იღებს ყველა საჭირო ზომას ამ მონაცემების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს პოლიტიკა აღწერს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვმუშაობთ, ვცვლით და ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
  • პერსონალურ მონაცემთა ადმინისტრატორი არის: შპს ინტერნეტ სერვისები, საიდენტიფიკაციო კოდი: 406237763, მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16, 810, ელ-ფოსტა: contact@finddomain.ge, ტელეფონი: +995 593 188661. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ.

ზოგადი დებულებები

  • წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა (შემდგომში ``პოლიტიკა``) განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს, ინახავს და იცავს შპს ინტერნეტ სერვისები (შემდგომში ``კომპანია``) პერსონალურ მონაცემებს ჩვენი ვებ-გვერდის (შემდგომში ``საიტი``) და ჰოსტინგის სერვისების (შემდგომში ``სერვისები``) გამოყენებისას.
  • ეს პოლიტიკა შემუშავებულია ``პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ`` საქართველოს კანონის, ``ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ`` საქართველოს კანონის და საქართველოს სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესაბამისად.

რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ?

  • პირადი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, პირადი ნომენი, საფოსტო მისამართი.
  • იურიდიული ინფორმაცია: კომპანიის ან ორგანიზაციის დასახელება, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი, საიდენტიფიკაციო კოდი, საფოსტო მისამართი.
  • შეკვეთისა და ანგარიშის ინფორმაცია: შეკვეთები, მიმოწერია, გადასახადები, ფაილები და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებული მონაცემები.
  • მოწყობილობისა და ბრაუზერის ინფორმაცია: თქვენი IP მისამართი, ბრაუზერის ტიპი და სხვა ტექნიკური მონაცემები, ლოგ ფაილები, რომელიც ავტომატურად იკრიბება, როცა ეწვევით ჩვენს ვებგვერდს, სერვერს.

როგორ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

  • დაწერილი ფორმები: როდესაც თქვენ გვაწვდით მონაცემებს რეგისტრაციის ან შეკვეთისას.
  • ქუქი-ფაილები და ლოგ-ფაილები: ამ ფაილების მეშვეობით შეგვიძლია გავაანალიზოთ, როგორ იყენებთ ჩვენს ვებგვერდს, სერვერს, რათა გავაუმჯობესოთ თქვენი გამოცდილება.
  • მომხმარებლის ინტერაქცია: მონაცემები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ თქვენს მიერ განხორციელებული ინტერაქციებიდან, როგორიცაა ფორუმი, ელ-წერილები, მხარდაჭერის მიმოწერა, საუბრები ან კითხვარები.

რა მიზნით ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს?

  • შეკვეთის მიღების, მომსახურებების მიწოდების და მხარდაჭერის მიზნით;
  • იდენტიფიცირების და იურიდიული პროცედურების მიზნით;
  • მომსახურებებზე ანგარიშსწორების და ბუღალტრული ანგარიშგების მიზნით;
  • მომხმარებლის უსაფრთხოების და თაღლითობის აღკვეთის მიზნით;
  • საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვის მიზნით;
  • მარკეტინგული და საინფორმაციო კომუნიკაციის მიზნით (მომხმარებლის თანხმობით)
  • ანალიტიკა და სტატისტიკა. ჩვენი მომსახურებების ხარისხის გაზრდის მიზნით.

მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები

  • ხელშეკრულება მომხმარებელთან: როდესაც დამუშავება აუცილებელია თქვენთან დადებული ხელშეკრულების შესასრულებლად ან ხელშეკრულების დადებამდე თქვენი თხოვნით ზომების მისაღებად.
  • კანონიერი ინტერესი: როდესაც დამუშავება აუცილებელია ჩვენი ან მესამე მხარის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ ინტერესებს გადაწონის თქვენი ინტერესები ან ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.
  • კანონმდებლობის მოთხოვნით: როდესაც დამუშავება აუცილებელია ჩვენი მხრიდან კანონიერი ვალდებუელბების შესასრულებლად.
  • თანხმობა: მარკეტინგული ან ინფორმაციული კომუნიკაციის მიზნებისთვის. ამ დროს ჩვენ ვეყრდნობით თქვენს თანხმობას.

როგორ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

  • ჩვენ ვიყენებთ სათანადო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი პერსონალური მონაცემების დასაცავად შემთხვევითი ან უკანონო განადგურების, დაკარგვის, შეცვლის, არასანქცირებული გამჟღავნების ან წვდომისგან, მათ შორის: მონაცემთა შიფრაცია (SSL/TLS პროტოკოლები), უსაფრთხო სერვერები და ფაირვოლები, ლიცენზურებული სისტემები და პროგრამები, წვდომის კონტროლი და ავთენტიფიკაციის მექანიზმები, მონაცემთა სარეზერვო ასლები;

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა.

  • ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია იმ მიზნების შესასრულებლად, რომლისთვისაც ისინი შეგროვდა, ან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადით.

თქვენი უფლებები პერსონალური მონაცემების შესახებ

  • შეგიძლიათ მოითხოვოთ წვდომა თქვენს მონაცემებზე: შეგიძლიათ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემებზე, რომლებსაც ამუსავებს ჩვენი კომპანია;.
  • შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების კორექტირება: თუ თქვენი მონაცემები შეიცვალა ან არასწორია, შეგიძლიათ მოითხოვოთ მათი ცვლილება.
  • შეგიძლიათ მოითხოვოთ მონაცემების წაშლა: ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვეთ თქვენი მონაცემების წაშლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს უკავშირდება საკანონმდებლო ვალდებულებებს.
  • გაქვთ თანხმობის გაუქმების უფლება, თუ დამუშავება ეფუძნება თანხმობას.

მონაცემების შენახვა, გამჟღავნება და გადაცემა

  • მომსახურების პროვაიდერები: საგადახდო პროცესორები (გადახდების დასამუშავებლად), დომენური სახელების რეგისტრატორები (დომენების რეგისტრაციისთვის), სერვერების მომწოდებლები და დატა ცენტრები, ტექნიკური მხარდაჭერის აუთსორსინგის პროვაიდერები, ელ-ფოსტის და კომუნიკაციის სერვისების პროვაიდერები
  • კანონმდებლობის საფუძველზე: სახელმწიფო ორგანოები და მარეგულირებლები (კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში), სასამართლო გადაწყვეტილების ან სხვა სამართლებრივი პროცესის საფუძველზე, სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულის გამოძიების მიზნით
  • ბიზნეს ტრანზაქციის მოხენის შემთხვევასი: კომპანიის გაყიდვის, შერწყმის, რეორგანიზაციის ან მსგავსი სიტუაციების შემთხვევაში, ყველა მესამე მხარე, რომელთანაც ვაზიარებთ მონაცემებს, ვალდებულია დაიცვას ინფორმაციის უსაფრთხოება და გამოიყენოს ის მხოლოდ კონკრეტული მიზნებისთვის.
  • მონაცემთა შენახვა: როგორც ჰოსტინგ პროვაიდერს, ჩვენ შეიძლება გვქონდეს სერვერები და დატა ცენტრები სხვადასხვა ქვეყანაში. შესაბამისად, თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება შეინახოს და დამუშავდეს ჩვენს მიერ როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა შეიძლება განსხვავდებოდეს. ასეთი გადაცემის შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი მომხმარებლების მონაცემები იყოს დაცული ადეკვატური უსაფრთხოების ზომებით, როგორიცაა: მონაცემთა გადაცემის სტანდარტული სახელშეკრულებო დებულებები, სერტიფიცირებულ დატა ცენტრებთან თანამშრომლობა, დამატებითი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების გამოყენება

მესამე მხარის ბმულები

  • ჩვენი საიტი შეიძლება შეიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებსაიტებზე. ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა არ ვრცელდება ამ საიტებზე, რადგან ისინი არ არიან ჩვენი კონტროლის ქვეშ;

არასრულწლოვნები

  • ჩვენი მომსახურებები არ არის განკუთვნილი 16 წლამდე პირებისთვის, თუ შეიტყვეთ, რომ 16 წლამდე პირმა მოგვაწოდა პერსონალური მონაცემები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ჩვენი მხრიდან ზომების მისაღებად.

ცვლილებები ამ პოლიტიკაში

  • ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს დავაკორექტიროთ აღნიშნული პოლიტიკა კანონმდებლობის და მომხმარებლების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის შესაბამისად.
  • ძალაშია: 2024 წლის 19 მარტიდან
  • ბოლო განახლება: 2025 წლის 15 აპრილი
Copyright © 2025, Internet Services LLC. All rights reserved.
en_GB