დომენის რეგისტრაცია საქართველოში
ოფიციალურად აკრედიტიებული .GE ზონის რეგისტრატორი. +40 საერთაშორისო დომენის რეგისტრაცია.
ოფიციალურად აკრედიტიებული .GE ზონის რეგისტრატორი. +40 საერთაშორისო დომენის რეგისტრაცია.
1). შეიყვანეთ სასურველი დომენი საძიებო ველში, თუ გამოჩნდება სტატუსი ➜ „თავისუფალია“;
2). დააჭირეთ „რეგისტრაცია“ ➜ „გაგრძელება“;
3). „დომენის კონფიგურაცია“ ავტომატურად არის შევსებული, დააჭირეთ ➜ „გაგრძელება“;
4). გამოჩნდება დომენის ღირებულება, დააჭირეთ ➜ „გადახდა“;
5). შეავსეთ რეგისტრაციის მონაცემები ➜ მონიშნეთ „მე წავიკითხე და ვეთანხმები...“;
6). გადაიხადეთ გამოწერილი ➜ „ინვოისი“.
გადახდის შემდეგ დომენი აქტიურდება და მზად არის გამოყენებისთვის.
.GE დომენი წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ დომენურ ზონას. თუ თქვენი ბიზნესი, ორგანიზაცია ან პროექტი ორიენტირებულია ქართულ ბაზარზე, .GE დომენი დაგეხმარებათ გაზარდოთ მომხმარებლის ნდობა და შექმნათ ძლიერი ადგილობრივი იდენტობა. როგორ შევარჩიოთ დომენი? | ყველა დომენი ფასი
ფასდაკლება 1+ წელზე (.ge)
ფასდაკლება 1+ წელზე (.com.ge)
ფასდაკლება 1+ წელზე (.org.ge)
ფასდაკლება 1+ წელზე (.llc.ge)
ამ ტიპის დომენის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ საკომუნიკაციო ან საგანმანათლებლო სფეროში აკრედიტაციის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენის შემთხვევაში.
ნებისმიერი ბიხნესისთვის (.com)
ნებისმიერი ბიხნესისთვის (.biz)
არაკომ.-ორგანიზაციისთვის (.org)
საინფორმ. პორტალებისთვის (.info)
ონლაინ მაღაზიებისთვის (.shop)
შ.პ.ს. კომპანიებითვის (.ltd)
პროფესიონალებისთვის (.pro)
ნებისმიერი ტიპისთვის (.site)
რა არის დომენის ტრანსფერი? დომენის ტრანსფერი არის დომენის ერთი რეგისტრატორი კომპანიიდან მეორეში გადატანის პროცესი. ტრანსფერის დროს თქვენი დომენის სახელი და ვებგვერდი არ იცვლება — იცვლება მხოლოდ მისი მართვის ადგილი. FindDomain.ge-ზე შეგიძლიათ მარტივად გადმოიტანოთ თქვენი .GE ან საერთაშორისო დომენი და მართოთ ყველა სერვისი ერთ სივრცეში.
თუ ფლობთ დომენს, რომლის გაყიდვაც გსურთ, გამოიყენეთ FindDomain.ge-ზე არსებული დომენის მარკეტი და განათავსეთ თქვენი დომენი გაყიდვაში მარტივად და სწრაფად. დომენის მარკეტი გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი დომენი გახადოთ ხელმისაწვდომი პოტენციური მყიდველებისთვის და გაზარდოთ მისი გაყიდვის შანსი. სერვისი სარგებლობისთვის დომენი უნდა დაატრანსფეროთ ჩვენს პორტალზე.
FindDomain.ge არის ``კავკასუს ონლაინი``-ის მიერ აკრედიტირებული .GE დომენის ოფიციალური რეგისტრატორი კომპანია 2018 წლიდან.
პლატფორმა შექმნილია მომხმარებლის კომფორტისთვის. მარტივი ნავიგაცია და ინტუიციური ინტერფეისი სასურველი დომენის პოვნასა და რეგისტრაციას სწრაფ და მოსახერხებელ პროცესად აქცევს.
Finddomain.ge-ზე შესაძლებელია დარეგისტრიროთ 40-ზე მეტი საერთაშორისო ტიპის დომენი თქვენი ბიზნესისთვის
WHOIS–ის დაფარვით თქვენ დაიცავთ პირად მონაცემებს და თავს აარიდებთ სპამურ შეტყობინებებს.
რეგისტრატორის დაბლოკვის ფუნქცია - ზღუდავს დომენზე იურიდიული ცვლილებებს და იცავს მას არასანქცირებული გადაცემისგან, რაც უზრუნველყოფს დამატებით კონტროლსა და დაცვას.
თქვენ გექნებათ რამდენიმე კომუნიკაციის არხი ჩვენი ტექნიკური დახმარების გუნდთან - 24/7-ზე. გულისხმირი დამოკიდებულება და ინდივიდუალური მიდგომა.
ჩვენ ვართ .GE დომენის ოფიციალურად აკრედიტირებული კომპანია საქართველოში
მარტივი რეგისტრაცია და მართვა, დაცული სისტემა, ჩაშენებული სერვისები
პარალელურად გთავაზობთ საკუთარ მაღალი ხარისხის ჰოსტინგს, VPS, საიტების შექმნა, შემდგომი განვითარება
მხარდაჭერაზე სწრაფი რეაგირება, კომუნიკაციის რამდენიმე არხი, საიტების ადმინისტრირება
დომენი არის თქვენი კომპანიის ან პროექტის უნიკალური მისამართი ინტერნეტში. სწორად შერჩეული დომენი ზრდის ბრენდის ცნობადობას, ამარტივებს დამახსოვრებას და ქმნის მომხმარებლის ნდობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დომენის სწორად არჩევა ბიზნესის დაწყების პირველ ეტაპზე. იჩქარეთ! დაარეგისტრირეთ სასურველი დომენი დრესვე, რადგან დიდი ალბათობით ხვალ მას სხვა შეიძენს.
ფასი დამოკიდებულია დომენის ტიპზე და კონკრეტულ მომსახურებაზე. მომსახურების მხრივ ზოგადად არსებობს 3 ტიპის ფასი: დომენის რეგისტრაციის ფასი (პიველადი შეძენა), განახლების ფასი (ვადის გაგრძელება), ტრანსფერის ფასი (სხვა რეგისტრატორიდან დომენის გადმოტანა). სამივე ფასის ჩამონათვალის სრული სიის ნახვა შესაძლებელია რეგისტრაციის გვერდზე, სანამ დაიწყებთ რეგისტრაციას.
უმეტეს შემთხვევაში რამდენიმე წუთში. უმეტეს შემთხვევაში ეს ხდება გადახდის ფაქტიურად ასახვისთანავე.
ტექნიკური გამოყენების მხრივ განსხვავება არაა. განსხვავება უფრო მარკეტინგულია, GE უფრო ლოკალური აუდიტორიისთვისაა ``საქართველო``, .COM საერთაშორისო ბაზრისთვის.
დიახ. ამას პროცესს ტრანსფერი ჰქვია. დომენის მფლობელი არის რეგისტრანტი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ამიტომ ზოგადად მისი უფლებაა, რომელ პორტალზე გადაიტანს დომენს. იხილეთ ჩვენს პორტალზე ტრანსფერის პროცესის აღწერა.
გამოიყენეთ FindDomain.ge-ს დომენის საძიებო სისტემა. შეგყავთ სასურველი დომენი საძიებო ველში და სისტემა გიჩვენებთ დომენი თავისუფალია თუ დაკავებული.
თუ საერთაშორისო დომენის რეგისტრაციისას, ინვოისის გადახდის შემდეგ, სტატუსად ჩანს Pending (ელოდება), ყველაზე ხშირი მიზეზია რეგისტრაციის მონაცემების არასწორი ენა. საერთაშორისო დომენების შემთხვევაში ყველა მონაცემი (სახელი, გვარი, ორგანიზაცია, მისამართი და სხვა) აუცილებლად უნდა იყოს შევსებული ლათინური სიმბოლოებით.
გთხოვთ, შედით თქვენს ანგარიშში, გადაამოწმეთ და საჭიროების შემთხვევაში დაარედაქტირეთ მონაცემები ლათინური სიმბოლოებით. ამის შემდეგ მოგვწერეთ მხარდაჭერის სამსახურში ან დაგვიკავშირდით ტელეფონით და ჩვენ წარმატებით დავასრულებთ დომენის რეგისტრაციის პროცესს.
არა. დომენის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დომენის სახელის შეცვლა ან სხვა დომენით ჩანაცვლება შეუძლებელია. დომენის რეგისტრაცია საბოლოო პროცესია, რადგან დომენი რეგისტრაციის მომენტში თქვენს სახელზე ფიქსირდება საერთაშორისო ან ადგილობრივ რეესტრში. ახალი დომენის გამოყენების სურვილის შემთხვევაში საჭიროა ახალი დომენის რეგისტრაცია.
დომენის რეგისტრაცია ავტომატურად არ მოიცავს ელ-ფოსტის მომსახურებას. დომენზე ელ-ფოსტის (მაგ. info@yourdomain.ge) შესაქმნელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ვებ ჰოსტინგის სერვისით ან დააკავშიროთ დომენი მაგ: Google-ის კორპორატიულ ელ-ფოსტის სერვისთან (Gmail)
Google-ის ელ-ფოსტის სერვისთან დაკავშირების შემთხვევაში საჭიროა დომენის DNS ჩანაწერების (MX, SPF, DKIM და სხვა) გამართვა. თუ არ გაქვთ DNS ჩანაწერების მართვის სერვისი, შეგიძლიათ ის დამატებით შეიძინოთ ჩვენთან. ჩვენი სპეციალისტები დაგეხმარებიან DNS ჩანაწერების სწორ კონფიგურაციაში.
FindDomain.ge გაძლევთ შესაძლებლობას გაყიდოთ თქვენს მფლობელობაში არსებული დომენი. სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია დომენის ტრანსფერი ჩვენს პორტალზე, რის შემდეგაც შეძლებთ მისი გაყიდვაში განთავსებას.
დომენის მარკეტში განთავსებისას ავტომატურად შეიქმნება დომენის ინდივიდუალური გვერდი (ჰოსტინგის შეძენის გარეშე), სადაც გამოჩნდება ფასი, აღწერა და გაყიდვის პირობები.