საიტის განთავსება ინტერნეტში ჰოსტინგის cPanel-დან?

 

სანამ განათავსებთ საიტს ჰოსტინგზე, დარწმუნდით, რომ დომენი დაკავშირებულია ჰოსტინგთან. ხშირ შემთხვევაში საიტი შედგება ერთი ან ორი შემადგენლისგან:

1.      ეს არის საიტის ფაილები HTML ან  PHP ფორმატში და კონტენტის ფაილები (სურათები და სხვა ინფორმაცია);

2.      მონაცემთა ბაზა SQL ფორმატში (ყველა საიტს  არა აქვს)

აქედან გამომდინარე საიტის განთავსებისათვის ჰოსტინგის cPanel-ში საჭიროა დაუკავშიროთ დომენი ჰოსტინგის მომსახურებას, შემდეგ ატვირთოთ საიტის ფაილების არქივი მთავარ კატალოგში (საქარალდეში) და ასევე იმპორტირებით ატვირთოთ საიტის მონაცემთა ბაზა (თუ ასეთი აქვს თქვენ საიტს).

 

 

როგორ განვათავსოთ საიტის ფაილები ჰოსტინგის cPanel-ში?

 

1.    შედით ჰოსტინგის მართვის პანელში ქვენო დომენიდან:  https://yourdomain.ge:2083/.

2.    გადადით განყოფილებაში „Domains და დააწკაპუნეთ მასზე.

 

3.      გაიხსნება ყველა თქვენი რეგისტრირებული დომენის ჩამონათვალი.

4.      სასურველი დომენის გასწვრივ ნახავთ მის მავარ კატალოგს public_html  და გახსენით ის. თქვენ მოხვდებით ამ დომენისთვის გამოყოფილი ჰოსტინგის მთავარ კატალოგში.

 

5.      წაშალეთ ყველა ფაილი გარდა საქაღალდისა cgi-bin

 

 

6.      დააჭირეთ ღილაკს Upload

 

7.      გამოსულ ფანჯარაში  ფაილების ასატვირთად გამოიყენეთ ღილაკი Select File (საიტის მთელი ფაილები წინასწარ დააარქივეთ .ZIP ფორმატით - mysite.zip)

8.      მონიშნეთ ატვირთული არქივი cPanel-ის ფანჯარაში და გახსენით ბრძანებით Extract.

 

9.      დარწმუნდით რომ ყველა ფაილი გადმოიტვირთა უშუალოდ მთავარ კატალოგში, ეს მნიშვნელოვანია.

 

 

 

 

როგორ გავაკეთოთ მონაცემთა ბაზის იმპორტი cPanel-ში?

 

თუ თქვენს საიტს აქვს მონაცემთა ბაზის ფაილი SQL ფორმატში,  მაშინ საჭიროა შეიქმნას ბაზა cPanel-ში და განხორციელდეს ბაზის ფაილის იმპორტი. თუ ტქვენი საიტი წარმოადგენს მარტივ სავიზიტო საიტს მხოლოდ HTML ფორმატში, მაშინ ასეთი8 ბაზა არ დაჭწირდება.

1.      პირველ რიგში შექმენით მონაცემტა ბაზა.

2.      შემდეგ განახორციელეთ მონაცემთა ბაზის იმპორტი;

3.      მონაცემთა ბაზის კონფიგურაციის გასწორება.

 

მზადაა! თქვენ ატვირთეთ საიტი ჰოსტინგის cPanel-ში. თუ ყველაფერი სწორად განახორციელეთ, მაშინ საიტი მისაწვდომი იქნება ინტერნეტის ქსელში.