როგორ დავუკავშიროთ საიტი და დომენი ერთმანეთს (სერვერის DNS)

 

იმისთვის, რომ თქვენი საიტი მისაწვდომი იყოს ინტერნეტში, საჭიროა დომენი მიაბათ თქვენს ჰოსტინგს, სადაც არის განთავსებული თქვენი საიტი. თუ თქვენ ყიდულობთ დომენს და ჰოსტინგს ჩვენს საიტზე (finddomain.ge) ერთდროულად, ამ შემთხვევაში საიტი და დომენი ავტომატურად ებმება ერთმანეთს. სხვა შემთხვევაში თუ თქვენი ჰოსტინგი და დომენი შეძენილია სხვადასხვა სერვერზე (საიტზე), მაშინ საჭიროა მათი ერთმანეთთან მიბმა. პირველ და მეორე შემთვევას საიტის მუშაობის ხარისხზე არანაირი ზეგავლენა არა აქვს.

დომენი და სერვერი ერთმანეთს ებმება ე.წ. ჰოსტინგის (სერვერის) DNS ჩანაწერებით. ყველა ჰოსტინგს აქვს თავისი ე.წ. მისამართი DNS. მაგალითად ჩვენი ჰოსტინგის DNS არის:  ns1.finddomain.ge;  ns2.finddomain.ge.  თავის მხრივ დომენს აქვს DNS კონფიგურაციის შეტანის ველები,  სადაც უნდა ჩაწიროს სერვერის შესაბამისი DNS-ები.

 განვიხილოთ შესაძლო 3  შემთხვევა:

1.       ვარიანტი: როდესაც მომხმარებელი ჩვენს საიტზე ყიდულობს დომენს და ჰოსტინგს. როგორც ზემოთ ვთქვით ამ შემთხვევაში დომენი და ჰოსტინგი ავტომატურად ებმება ერთმანეთს;

2.      ვარიანტი: თუ მომხმარებელი ჩვენთან ყიდულობს ჰოსტინგს, მაგრამ მისი დომენი შეძენილია სხვა საიტზე, მაშინ მომხმარებელმა იმ საიტზე თავისი დომენის კონფიგურაციაში უნდა იპოვოს ველები DNS ჩანაწერებისთვის და შეიტანოს ჩვენი ჰოსტინგის ეს ორი DNS:  ns1.finddomain.ge;   ns2.finddomain.ge.

3.      ვარიანტი: თუ მომხმარებელი ყიდულობს ჩვენს საიტზე დომენს ან გადმოაქვს დომენი სხვა საიტიდან ჩვენთან, ხოლო ჰოსტინგი შეძენილი აქვს სხვა საიტზე, მაშინ მომხმარებელმა უნდა გაიგოს იმ ჰოსტინგის DNS ჩანაწერები და შეიტანოს ის დომენი კონფიგურაციის DNS ველებში. ჩვენ საიტის მაგალითზე იხილეთ ქვემოთ მოცემული სურათი.

დომენის NS ჩანაწერები