ნაბიჯი 1. შევიდეთ გვერდზე "დომენების გაყიდვა" და შევარჩიოთ სასურველი პაკეტი. ყველა პაკეტი იძლევა დომენების და/ან საიტის სხვადასხვა რაოდენობის გაყიდვის შესაძლებლობას: 1 დომენი, 5 დომენი, 20 დომენი, 50 დომენი, 100 დომენი, 200 დომენი. პაკეტი მოქმედებს 1 წლის განმავლობაში. შესაძლებელია პაკეტის გაგრძელება, ასევე ნებისმიერ დროს შეცვალოთ პაკეტი უფრო დიდ პაკეტზე და გადაიხადოთ მხოლოდ თანხის სხვაობა;
ნაბიჯი 2. პაკეტის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ თუ გასაყიდი დომენი რეგისტრირებულია ჩვენს საიტზე - FindDomain.ge. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებელია დომენი გადმოიტანოთ ჩვენს პორტალზე. ამ პროცესს ჰქვია დომენის ტრამსფერი (დომენის ტრანსფერი).
ნაბიჯი 3. დომენის და/ან საიტის გაყიდვის დაწყებისთვის შედით თქვენს ანგარიშში, შემდეგ მენიუში "ჩემი სერვისები" და აირჩიეთ ნაყიდი პაკეტი, დააწკაპუნეთ მასზე 2-ჯერ. სერვისის გვერდზე მარცხენა მხარეს აირჩიეთ "დომენის დამატება" და შეავსეთ ველები: გასაყიდი დომენი, პროდუქტი (დომენი და/ან საიტი), ფასი, კატეგორია, სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია. აუცილებელი ველები მონიშნულია წითელი "*"ით. სასურველია შენიშვნაში დაწეროთ ტექსტი თუ რა ბიზნესიდეებისთვის არის მომგებიანი არსებული დომენი. ეს ინფორმაცია გარკვეულ სტიმულს მისცემს მყიდველს. თუ მომავალში გადაწყვიტავთ ამ ინფორმაციის რედაქტირებას წაშალეთ დომენი სიიდან და შემდეგ თავიდან დაამატეთ. მომავალშია იარსებებს პირდაპირ რედაქტირების შესაძლებლობა.
დამატებულ დომენს თუ საკუთარი საიტი არა აქვს ავტომატურად შეექმნება პირადი გვერდი თქვენი შეტანილი ინფორმაციით. ასევე პარალელურად გამოჩნდება ჩვენის ბაზაში "გასაყიდი დომენების სიაში".